სენაკის სუპერმარკეტში, ყაჩაღებს ფული არ დახვდათ და შოკოლადები გაზიდეს
სენაკში, სამი ნიღბიანი პირი სუპერმარკეტს თავს დაესხა. თავდამსხმელებს მაღაზიის სალარო ცარიელი დახვდათ. შესაბამისად, თანხა ვერ წაიღეს. თუმცა, სუპერმარკეტიდან ისინი შოკოლადებით დატვირთულები გავიდნენ.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.