ოდესაში, ქართველი კაფიდან გამოსულს აედევნა და დააყაჩაღა-ბრალდებული დაკავებულია

0

ოდესაში, საქართველოს მოქალაქე – 32 წლის მამაკაცი – ცემისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 32 წლის ქართველმა შეამჩნია მამაკაცი, რომელიც კაფედან გამოვიდა, დაედევნა მას თავის არეში დარტყმა მიაყენა, წაართვა ფული და ტელეფონი.
ამის შემდეგ, დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ბოროტმოქმედი ადგილობრივმა პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქე აქამდეც იყო ნასამართლევი.

კომენტარები

კომენტარი