შეიარაღებული თავდასხმა ერევანში – საქართველოს მოქალაქეებმა ქალს 700 ევრო გასტაცეს

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა 27 წლის ქალზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
23 თებერვალს ერევნის პოლიციაში ხორენაცის ქუჩაზე 27 წლის ეროვნებით სომეხ, საფრანგეთში მცხოვრებ ქალზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ შეტყობინება შევიდა. მას თავს ორი ნიღბიანი პიროვნება დაესხა, მათ ქალს 700 ევრომდე თანხმა გასტაცეს და მიიმალნენ.
27 წლის ქალმა საქმესთან დაკავშირებით პოლიციას ჩვენება მისცა. ოპერატიული სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად, სამართალდამცველებმა თავდამსხმელების ვინაობა დაადგინეს, ისინი 1999 და 2000 წელს დაბადებული ეთნიკურად  სომეხი საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ. ამ დროისთვის, ისინი დაკავებულები არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები