„ვაკეთებდი იმას, რაც მსურდა და  ყოველთვის ბედნიერი ვიყავი“… – ჟურნალისტ-ოპერატორი, რომელიც ლექსებს წერს

0

ტყიბულში დაიბადა. მე-4 საშუალაო სკოლა აქვე დაამთავრა სკოლიდანვე დააინტერესა ჟურნალისტის პროფესიამ. ადგილობრივ გაზეთებში შტატგარეშედ თანამშრომლობდ, შემდეგ ტყიბულის ტელევიზიაში.
1997 წლიდან ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანია ოკრიბატვ“- ჟურნალისტ და ოპერატორი იყო. ამბობს, რომ აქ მუშაობი დიდი გამოცდილება დააგროვ.
შემდეგ იყო გაზეთიხვალინდელი დღე, სადაც ცნობილ მოვლენებზე და პიროვნებებზე  500-მდე სტატია გამოაქვეყნა.
სხვადასხვა დროს, სხვა გამოცემებში ფინანსურ საკითხებზე მოუმზადებია სტატიები. ცხოვრებაში რთული პერიოდი ჰქონია…  ფოსტალიონადდა ადგილზე მიმწოდებლად  მუშაობაც არასდროს უთაკილია.
ამჟამად „ვარკეთილაირისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურ ყალიბდება, სადაც ოპერატორობას და ჟურნალისტობას ითავსებ.
ლექსებს და ჩანახატებს მერვე კლასიდან წერ. შარშან გამოიცა მისი ლექსების კრებული „გამოიდარებს სიყვარულისთვის“. ამბობს, რომ  მთავარი მაინც ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა.  რაც შეუძლია, აუცილებლად გააკეთებს მათთვის.– ვეფხია სამსონიძის პერსონა.

– დავიწყებ იმით, რომ ჩემი მშობლები წარმოშობით ტყიბულიდან არ არიან. მამა – ემზარ სამსონიძე (ვეტერანი მეშახტე) ახალციხის რაიონიდან, სოფელი აწყური ჩავიდა ამ ქალაქში, 1960-იან წლებში სამთო საქმის განვითარებისთვის, ყველგან ეძებდნენ ახალგაზრდა კადრებს. მამაჩემი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა, ამიტომ საკუთარი მომავლისთვის თვითონ, დამოუკიდებლად უნდა მოეძებნა სამსახური.
მიწის ნაკვეთი და სახლისთვის ასაშენებელი მასალა ნათესავებს დაუტოვა, რომლებსაც სახლი დაეწვათ იმავე პერიოდში და ტყიბულში ჩამოვიდა. დაამთავრა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი. ელექტროსაქმის პროფესიით 35 წელზე მეტი იმუშავა შახტაში, მომპოვებელ უბანში.
დედაც ასევე შახტაში სამუშაოდ ჩამოჰყვა თავის ძმას და სწორედ ტყიბულში გაიცნეს ერთმანეთი და შექმნეს ოჯახი. ფაქტობრივად, საკუთარი ცხოვრება ნულიდან ააწყეს.
ბავშვობისა და სკოლის წლები უზრუნველი და საინტერესო მქონდა, შესანიშნავი პედაგოგებით და საზოგადოებით. დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელი. დირექტორი თამაზ დვალი დღემდე ამ სკოლას უძღვება, მართალია,  ჩემგან მოცეკვავე არ გამოვიდა, მაგრამ ქართული ცეკვისადმი სიყვარული დღემდე გამომყვა.
ჟურნალ „პიონერში“ ჩემი პირველი ნაწერი რომ დაიბეჭდა, არდადეგების დასრულებას მოუთმენლად ველოდი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ეთერ მორჩაძეს ისე დავუდე მაგიდაზე ის ნომერი, კლასელებისთვის არ გამიმხელია. ამ დროს მან დაფასთან გამიძახა და მთხოვა ამ  ჩანახატის ხმამაღლა, ყველასთვის წაკითხვა. ასე მოხდა ჩემთვის დიდად დასამახსოვრებელი წარდგენა ჩემი ნააზრევით.
უსაყვარლესი მასწავლებელი, გულშემატკივარი და მეორე მშობელი იყო ჩემი, სიზარმაცისთვის ცუდი ნიშანიც დაუწერია, გაკვეთილების არცოდნის გამო დავუტოვებივარ კიდეც, მაგრამ ყოველთვის ჩემი პირველი ქომაგი გახლდათ.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი – ეთერ მორჩაძე

წერ მერვე კლასიდან
– ჩემი ყველა ლექსი შემონახული მაქვს. პირველივე გვერდზე ასეთი წარწერა დამიტოვებია – ეს რვეული ჩემი სიცოცხლის განუყრელი ნაწილია. არ ვიცი, ლექსები როგორია, მაგრამ მათში ჩაქსოვილია სითბო და მეგობრებისადმი, მშრომელი კაცისადმი სიყვარული. თუ შეარხევენ გულის სიმებს, ბედნიერი ვიქნები.
ჩემი არცერთი ლექსი ზეპირად არ მახსოვს  და ვიშველიებ ამობეჭდილ ტექსტს, თუმცა საკუთარს სხვისი ლექსისგან ვარჩევ.
თანამშრომლობდი ადგილობრივ გაზეთებში – „ტყიბული“, „ოკრიბა“, შემდეგ ტყიბულის ადგილობრივ ტელევიზიაში გაიარეინტერნიუსისსემინარებირამ განაპირობა ჟურნალისტი პროფესიის არჩევა?
– ჟურნალისტობის სურვილი მეათე კლასში დამებადა, კომენტატორობაც მინდოდა, იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ეს სურვილი, არაფრად ჩავაგდე, ნაკლებად შემოსავლიანობა. ვაკეთებდი იმას, რაც მსურდა და  ყოველთვის ბედნიერი ვიყავი ჟურნალისტიკაში საქმიანობით, რასაც საზოგადოებისადმი მსახურებად აღვიქვამდი.
არ მიმუშავნია დიდ ტელევიზიებსა და გაზეთებში, სადაც ესწრაფვიან დღეს მოხვედრას. სადაც ვიყავი – იქაც შეიძლებოდა საყვარელი საქმის კეთება. მამაჩემი  ჩემს ამ გატაცებას უსაქმურობად თვლიდა, მაგრამ ტყიბულის ტელევიზიაში მუშაობისას ერთმა საკავშირო დეპუტატმა და ძალიან ცნობილმა ადგილობრივმა მეშახტემ ისე უქო ჩემი თავი და საქმიანობა, რომ გაოგნებულმა მკითხა – რას აკეთებ იმის ფასს, რომ ასე გაქებენო. ჩვენი ქალაქი პატარაა და ძნელია, შეუმჩნეველი დარჩე…
ორი წლის განმავლობაში ტელეკომპანიაოკრიბატვ“- ჟურნალისტად და ოპერატორად მუშაობდი. გადაცემათა ციკლმა „თვითმმართველობა და არჩევნები საქართველოში“ დაიმსახურა პრიზი –  5000 დოლარიანი აპარატურა გერგოთ
–  იმ პერიოდში, ტყიბულიდან – პატარა ქალაქიდან ჩამოვედი, ამიტომ ერთბაშად ამდენ ცნობილ ადამიანთან მიწევდა პირისპირ დგომა. ზურაბ ჟვანიასთან შეხვედრა პარლამენტის შენობაში (ამ გადაცემაში მონაწილეობისთვის) ჩემთვის დიდი სიახლე იყო. განხილული თემები და მოსაზრებებიც „უცხო“ გახლდათ, რაც აქამდე ჩემთვის მიუწვდომელი იყო. პატარა ქალაქში ასეთ თემებზე სიუჟეტებიც არ კეთდებოდა.
„ინტერნიუსის“ სემინარის გავლის შემდეგ, ყველა მიღებული ინფორმაცია მაფიქრებდა იმას, რომ დროა უკვე წინ გადამედგა ნაბიჯი და მეტი გამეგო ჩემს პროფესიაში. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ქალაქის დატოვება, ვუთხარი საკუთარ თავს: ახლა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის უნდა გაბედო და დათმო ის, რაც მოიპოვე, უნდა დაიწყო ნულიდან. გავბედე და დავიწყე.  სტუდიაშიც დამთენებია, საბავშვო ბაღის ერთ-ერთ უფანჯრო, ვიწრო ოთახშიც გამითენებია ღამე…
ოპერატორად მუშაობდი ამავე ტელევიზიაში გადაცემათა ციკლზემონატრება“. წამყვანიდავით ბეჟიტაშვილი. გადაცემები მომზადდა ცნობილ მსახიობებზედოდო ჭიჭინაძეზე, ლეილა აბაშიძეზე, გივი ბერიკაშვილზე, თენგიზ არჩვაძეზე, ირმა სოხაძეზე და სხვებზე...
– ამ ჩამონათვალში მინდა მომღერალ თემურ წიკლაურის  დამატება. ყოველი ასეთი შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან ჩემთვის სასიხარულო სიახლე იყო მაშინ. ფაქტობრივად, ისინი ტელეეკრანიდან გადმოვიდნენ. მანამდე მათი შეყვარება ხომ ფილმებიდან, სპექტაკლებიდან მოვასწარი. ისინი ძალიან უშუალონი იყვნენ, ლეილა აბაშიძე და ირმა სოხაძე (კიდევ ერთი მონაწილე ამ ციკლის) საკაბელო ტელევიზიაში მონტაჟზეც დაგვესწრნენ. მათ თავი იუმორით, ადამიანური სიახლოვით დამამახსოვრეს,  ძალიან საინტერესო ამბებს ყვებოდნენ.
ვიდექი ვიდეოკამერასთან და ძნელად ვიჯერებდი, რომ რეალურად ვხედავდი ამ ცნობილ და ყველასთვის საყვარელ ადამიანებს.
დოდო ჭიჭინაძისადმი მიძღვნილი გადაცემა სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე და სხვების რიგიც მალე დადგება, რადგან უძვირფასესია ჩემთვის მოსაგონებლად!
გაზეთხვალინდელი დღეშიგამოცხადებულ საფეხბურთო პროგნოზების კონკურსში ორჯერ საპრიზო ადგილებზე გახვედი და ფულადი ჯილდოც მიიღეროგორ იგებდი ზუსტ პროგნოზს. რამე საიდუმლო იცი?
– პროგნოზების საიდუმლო არ არსებობს, გამართლებაა მთავარი, ამ კონკურსში კი 10-15 გუნდისგან შედგენილი შედეგი უნდა გამოგვეცნო და  შედეგები ქულების მიხედვით ჯამდებოდა. ფეხბურთი დღემდე მიყვარს, ავსტრალიის, იაპონიის ამერიკის და ევროპის ქვეყნების ჩემპიონატებს ვადევნებდი თვალს, ახლა დრო აღარ მრჩება.
პროგნოზში რისკი გამართლებულია, ყოფილა შემთხვევები, ბოლო წუთებზე და წამებზე გატანილი გოლებით „გამოვიცანი“ შედეგი და, სხვა შემთხვევაში, ჩამეშალა კიდეც.
გერმანიის 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორ თამაშში შედეგების გამოცნობა სწორედ თამაშის დამატებული წუთების უკანასკნელ წამებზე „მოვახერხე“, რაზეც დიდი ემოცია დავხარჯე და 30 ლარიდან 150 მოვიგე. მერე მივხვდი, ასე ნაშოვნი ფული ჯანმრთელობის შერყევის ფასად დამიჯდებოდა და ტოტალიზატორს დავანებე თავი.
„იოლი ფული“ – ზოგიერთ აზარტულ მოთამაშეს რომ ჰგონია – არ არსებობს, გარკვეულ მსხვერპლს მოითხოვს და ნამდვილად არ შემეძლო, ის გამეღო. ზომიერად ვთამაშობდი – დიდი ფული არც მომიგია და არც წამიგია. ზომიერება  ბოლომდე შევინარჩუნე.
ამ გაზეთში შენი სტატიები იბეჭდებოდა ცნობილ მოვლენებსა და პიროვნებებზე. 500-მდე სტატია მოამზადე
– გაზეთში „ხვალინდელი დღე“ ვწერდი ცნობილ პიროვნებებზე და მოვლენებზე, ვეძებდი ისეთ მასალებს, რაც ისტორიის წიგნებში არ ისწავლებოდა, ამიტომ ძიების პროცესი  იყო ჩემთვის საინტერესო.
მართალია, ამ გაზეთში არ დაიბეჭდა, მაგრამ ძალიან საინტერესო მასალას მივაგენი და ქუთაისში გამომავალ ჟურნალ „ჩვენებურში“ დაიბეჭდა. გამოცემის რედაქტორს მეგობარ ჟურნალისტს ფრიდონ კერვალიშვილს (გაზეთ „ხვალინდელ დღეში“ თანამშრომლობდა) ეყო მოთმინება და  რუსულიდან ქართულად მომზადებული ჯორდანო ბრუნოს დაკითხვის ოქმები გაგრძელებებით დაბეჭდა.  მსურდა სტატიები საინტერესო გამოსულიყო შინაარსით, არცერთზე არ მიზარმაცია,  ხელით ვწერდი დღეში 20 გვერდს, კომპიუტერზე ტექსტის აწყობა მოგვიანებით, 36 წლის ასაკში, დაუხმარებლად შევისწავლე ამ გაზეთის რედაქციაში.
ახლა წიგნის გამოცემა თანხაზეა დამოკიდებული, თორემ  ამ სტატიებით 500-გვერდიანი რამდენიმე ტომი უნდა მქონდეს დაბეჭდილი.
შემდეგში, როცა ეს რუბრიკა კითხვადი გახდა, მითხრეს, რომ მკითხველები და გაზეთის გამყიდველები ბირჟაზე  კითხულობდნენ, თუ იყო ჩემი სტატია ამ გაზეთში – ეს ტრაბახის გარეშე… ამ სტატიებს თურმე ისინი აგროვებდნენ კიდეც…
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ჟურნალისტი?
– ჟურნალისტი შრომისმოყვარე რომ უნდა იყოს, ახალი ამბავი არ არის. ე.წ.  პროფესიული თამასა კი არ უნდა ჩამოსწიოს, პირიქით, საკუთარ თავს მეტი უნდა მოსთხოვოს, მიღწეულით არ დაკმაყოფილდეს, წარმატებამ იცის „ვარსკვლავური სენი“ და „თავში ავარდნა“, რაც დაუშვებელი და მავნეა თვით ჟურნალისტისთვის. სრულყოფისკენ სწრაფვა უმთავრესია და თუ პოლიტიკურ ანალიზს ეხება საქმე, მიუკერძოებელი უნდა დარჩეს ყველა საცდურისა და ხიბლის მიუხედავად. ვგულისხმობ  შემოსავალს და კარიერულ წინსვლას.
არ მოვინდომე სენსაციებზე ნადირობა და ჟურნალისტიკაში მოვძებნე საკუთარი ნიშა, რაც ჩემივე შექმნილით „მეგემრიელება“.
გამოვიდა შენი ლექსების კრებულიც...
– გავამხელ არც ისე დიდ საიდუმლოს – წიგნის გამოცემაზე კი არა, ლექსების წერას თუ განვაახლებდი, იმასაც არ ვფიქრობდი. რასაც ვგრძნობ, იმას ვწერ, სტატისტიკა – ლექსების რაოდენობა და ასე შემდეგ… არ მაინტერესებს.
– ტყიბულში დღემდე სრულდება შენს ლექსზე შექმნილი სიმღერა….
– პირველი ლექსი იყო „სამგლოვიარო“ – ახლოვდებოდა რვა აგვისტო, მიეძღვნა სამშობლოსათვის დაღუპულ გმირებს და მეორე – „ნეტავ, ვისი ხარ პატარავ“, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისრაელში მცხოვრებმა კომპოზიტორმა დავით გასიტაშვილმა აამღერა კიდეც.
პირველად ჩემი ლექსი 30 წლის წინ, 1988 წელს ჩვენი ქალაქის ამაგდარმა პედაგოგმა და მრავალი წლის განმავლობაში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა ნოდარ ვახტანგაძემ აამღერა. ლექსს „სათნოების ტაძარი“ ჰქვია. მაშინ 20 წლის ვიყავი  და 30 მოსწავლის მიერ შესრულებულ ამ სიმღერას დარბაზი ფეხზე წამოუდგა. ეს განუმეორებელ, დაუვიწყარ მომენტად რჩება დღემდე ჩემს ცხოვრებაში, იგი ტყიბულში დღემდე  სხვადასხვა დიდ ღონისძიებაზე სრულდება.
ხუთი სიმღერასიცოცხლის წყურვილი“…  – ასე დაარქვი შენი ამღერებული ლექსების ერთ-ერთ ციკლს…
– ჩემი ლექსების ამღერება ყოველთვის მიუღწევლად მიმაჩნდა, მაგრამ გამონაკლისებიც ხდებოდა – ტყიბულის თეატრის მსახიობმა და მომღერალმა გია საყვარელიძემ, 1997 წელს, საავტორო კონცერტზე, 5 სიმღერის პრემიერა მომიწყო, რაც ჩემთვის ასევე დიდი თანადგომა იყო, რადგან შუათანა ძმა 30 დღით ადრე დავკრძალე. ამ სიმღერებს ერთი სათაური მოვუძებნე შემდეგ – „ხუთი სიმღერა – სიცოცხლის წყურვილი“…  .
ასევე აამღერეს ჩემი ლექსები დავით გასიტაშვილმა და გოჩა ჭაბუკაიძემ, მათი სტუდიაში ჩაწერა ვერ ხერხდება, უსახსრობის გამო, თორემ  არცერთი არ გამოსულა ურიგო.
– დავუბრუნდეთ ლექსების კრებულს – „გამოიდარებს სიყვარულისთვის“…
– გავბედე და რასაც ვწერდი – ჩემს ლექსებს სოციალურ ქსელში ვაქვეყნებდი, მკითხველის აზრი მაინტერესებდა, უშუალო და თბილი გამოხმაურებები მივიღე რაც მთავარია, შემოთავაზება წიგნის გამოცემის თაობაზე პიროვნებისგან, რომელიც მანამდე წლების განმავლობაში, იყო იმ ფირმის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ვმუშაობდი. ამჟამად აუდიტური ფირმა FMG-ს გენერალური  დირექტორი გელა ჩადუნელია.
ერთ მშვენიერ დღეს მან მომწერა, რომ დააფინანსებდა კრებულს. ლექსები დამიგროვდა და, ბუნებრივია, შანსი არ გავუშვი ხელიდან. იმ წელს 50 წელი მისრულდებოდა, მშობლებმაც გაიხარეს.
დაიბეჭდა 500 ცალი და შინ მხოლოდ 2 ცალი დამრჩა, რადგან დანარჩენი ტყიბულსა და თბილისში მეგობრებს დავურიგე. იგი შუათანა ძმის ხსოვნას მივუძღვენი, ამიტომ გაყიდვაზე არც მიფიქრია, ადამიანისგან ნაჩუქარი ისევ ადამიანებს დავუბრუნე საჩუქრად. თუ მათ გაიხარეს, ეს ჩემთვისაც სიხარულია. მანამდე იყო „მზის არილის“ მეათე ტომი, სადაც ცხრა გვერდზე დაიბეჭდა ჩემი ლექსები და ჟურნალი „ანეული“ – ბედნიერი ვარ ამ „გამონაკლისებითაც“…
ჩემი კრებული პირველად ილიას სახლ-მუზეუმში, საგურამოში წარვადგინე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე, დიდი მამულიშვილის ეზოში მაშინ ბზები დავრგეთ. ღონისძიების ორგანიზატორი ნუგზარ ჭიაბერაშვილი გახლდათ. გავიდა ერთი წელი წიგნის გამოცემიდან და ერთი იმდენი დამიგროვდა, დღის წესრიგში მათი მოგროვების და მეორე შევსებული გამოცემის დაბეჭდვის საკითხი დგას, მაგრამ როცა მექნება – მაშინ დავბეჭდავ, ისიც იმიტომ, რომ ერთად შევკრა, სხვა მიზანი არ არსებობს… ამ კუთხითაც ისედაც დიდი ტვირთი ავიღე ჩემს მხრებზე, რასაც ქართულ სიტყვასთან ჭიდილი ეწოდება.
ვწერ მაშინ, როცა სათქმელი მაწერინებს…
როგორ უთავსებ ჟურნალისტოპერატორობას და ლექსების წერას ერთმანეთთან, მითუფრო, რომ ერთხანს ფინანასურ საკითხებზეც აქვეყნებდი სტატიებს
– არაფერს წინასწარ არ ვგეგმავ, როცა საქმე ლექსის დაწერას ეხება, ეს მარტო სურვილზე არ არის დამოკიდებული, ამით ადამიანი საკუთარ სამყაროს, ემოციებს წარმოაჩენს, მაგრამ იგი გულწრფელი უნდა იყოს და არა მოგონილი, ყალბი. მკითხველი ვერ გაიგებს და ასე წერას აზრი არ აქვს.
ერთ-ერთ შეხვედრაზე რეზო მიშველაძემ ბრძანა – მთავარი ის კი არ არის, რამდენ წიგნს დაბეჭდავ, არამედ, რა შინაარსის იქნებაო. მენიშნა და დავეთანხმე ამ მოსაზრებას.
სტრიქონები წამომწევია მეტროში, ფეხით გადაადგილებისას, საერთოდ რომ არ ვფიქრობ მაშინ, წუთების განმავლობაში ვწერ, მთავარია ის მომენტი დავიჭირო, როცა „აწყობილი“ სტრიქონები მოდის გონებაში გულის გავლით…
ბევრჯერ საერთოდ სხვა საქმეს ვაკეთებ და ამ დროს მუზის შემოტევას ვგრძნობ… გახშირდაო, ვინც ლექსს წერს, ეს დიდი დანაშაული არ არის, თუ ავტორი გულწრფელია საკუთარი თავისა და მკითხველის წინაშე.
ადამიანის ფენომენი იმდენად ამოუცნობია, არავინ იცის – ვინ რას შექმნის. ჩემი ლექსები ტრადიციული გაგებით პოეზია ალბათ არ არის, მაგრამ რაც არის, გულიდან ამოსული და გულწრფელია, დანარჩენი კი მკითხველისა და დროის შესაფასებელია, რაც ჩემზე, როგორც ავტორზე არ არის დამოკიდებული. არ მდომებია იაფფასიანი პოპულარობა, რადგანაც ეს ყველაფერი ასევე  დავიწყებას მიეცემა.
 ხშირად გხედავთ შემოქმედებით საღამოებზე კამერით ხელშიეს ჰობია თუ?
– ეს გახლავთ პლანშეტი „სამსუნგ გალაქსი, ა 6“ მოდელის, რომელსაც გადასაღებად ვიყენებ, რადგან  დიდი მეხსიერება ჩავსვით შეძენის დროს.
რატომ გამოვჩნდი ამ საღამოებზე?
რამდენიმე საღამოზე დასწრების შემდეგ გავაცნობიერე, რომ დიდი ტელევიზიებისგან ისინი უყურადღებოდ რჩებოდნენ, არც დამვიწყებია, რომ სატელევიზიო გამოცდილებით შემეძლო მათთვის თანადგომის გამომეცხადებინა და ასეთი საღამოები არ დაკარგულიყო. ეს აპარატი განვადებით გამოვიტანე და 16 -წლიანი საოპერატორო პაუზის შემდეგ შევეცადე ამ ადამიანებისთვის, ვინც საქართველოში არ ცხოვრობს და ჩვენებური ყველაფერი ენატრება, მიმეძღვნა ჩემი საქმიანობა.
თანაც, ტელევიზიებში მუშაობისგან განსხვავებით, სრული თავისუფლება მაქვს არჩევანში. ჩემი საქმიანობა იმითაც აღსანიშნავია, რომ უამრავი ადამიანი გავიცანი, რომლებიც ძალიან მეძვირფასებიან. თუ ამ საქმიანობას პროექტის სახით განვიხილავთ, მასაც ესაჭიროება თანადგომა და დახმარება, რომ ეს ჩანაწერები შემორჩეს არქივს. მთავარი მაინც ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭებაა, რაც შემიძლია, აუცილებლად გავაკეთებ მათთვის.
ვიდეოკამერა ჯერჯერობით მხოლოდ სამსახურში მაქვს, მაგრამ ამ პლანშეტმა საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა და იმდენად გამძლე აღმოჩნდა, რომ წყალში ჩავარდნის შემდეგაც კვლავ აგრძელებს გამართულად მუშაობას.
ამ აპარატისთვის სპეციალური სადგამი ავაწყე.  მანამდე ხელით ვიღებდი რამდენიმე საათის განმავლობაში.
ეს ნამდვილად არ არის ჰობი, ვიდეომასალების და ვიდეოკლიპების შექმნას ისე ვუდგები, რომ სატელევიზიო სტანდარტს ოდნავ მაინც მივუახლოვდე, რადგან სოციალურ ქსელში ასეთ ვიდეომასალებს უამრავი მნახველი ჰყავს, ამიტომაც პასუხისმგებლობა  დიდი სისწრაფით იზრდება.
შენი სტუდია გაქვს ინტერნეტშივებგვერდი
– ლიტერატურული საღამოების გადაღების აზარტი შემდეგ გამიჩნდა, მაგრამ მანამდე დავიწყე ვიდეოკასეტებზე ჩაწერილი ვიდეომასალების მოძიება. ჩემს ქალაქში ჩასვლისას, გარკვეული წლების შემდეგ, სიცარიელის შეგრძნება გამიჩნდა. ადამიანებს, ვისთან შეხვედრის ბედნიერება მანამდე მქონდა, ვეღარ შევხვდი, რადგან აღარ იყვნენ უფროსი თაობის მსახიობები, რეჟისორები, ჟურნალისტები, მათმა საქმიანობამ ჩაირბინა ჩემს ახალგაზრდულ წლებთან ერთად, ძალიან დამაკლდნენ. ამიტომაც საარქივო მასალებზე მუშაობა მათ ხსოვნას და უკვე გაზრდილი ბავშვებისთვის ბავშვობის დაბრუნებას მივუძღვენი. პირველივე ვიდეომასალამ გამოხმაურება ჰპოვა, იუთუბიზე კი თავიდან გასართობად დავიწყე ვიდეოების შექმნა, მოვუძებნე სახუმარო სათაური VEPKHO – PICTURES, შემდეგ შევტოპე ამ ძიებაში და ამჟამად საკმაოდ საინტერესო ვიდეომასალა მომიგროვდა, გასაკეთებელი კიდევ მეტია. ეს მხოლოდ ოკეანეში წვეთია, რის გაკეთებაც მოვახერხე.
https://www.youtube.com/channel/UCjEdlgtMnM54pF4ufn7MJ3Q/videos?reload=9&reload=9&disable_polymer=true
გასართობად დაწყებული საქმე ვიდეოენციკლოპედიად გადაიქცა.
საარქივო მასალებს თავიდან ჩამწერ სტუდიაში ვაბარებდი და მონტაჟის შემდეგ ვაქვეყნებდი, ვიხდიდი საკუთარ თანხას, იმდენად აზარტში შევედი, ერთხელ ერთბაშად 6 კასეტა ჩავაბარე გადასაწერად, შემდგომში ტყიბულში ლევან ცქიფურიშვილმა და მაგული მინდიაშვილმა ვიდეომაგნიტოფონებიც მაჩუქეს.
ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა პროექტზე –  „პიკასოს ბიჭის“ არაჩვეულებრივი გამოფენა“. გასართობად დაწყებულმა მხატვრული ფოტოების დამუშავებამ სიხარული შემაგრძნობინა და შემდგომში ვიდეოსერიალად გადაიქცა. გამოვიდა თორმეტი სერია და ახლახან საახალწლო გამოშვებაც გაოქვეყნდა.
ამ პროექტმა ადამიანებს სიხარული მოუტანა, რამაც გადამაწყვეტინა მისი გაგარძელება.
ჩემი ყურადღება, ძირითადად, ბავშვების სახასიათო ფოტოებმა მიიქცია, მეც თითქოსდა ვბრუნდები ბავშვობაში და ცუდზე აღარ ვფიქრობ.
– ჰობი…
– ჰობი მოსწავლეობის პერიოდში მხატვრული ლიტერატურის კითხვა იყო, რასაც ვეღარ ვახერხებ დროის უქონლობის გამო. ფეხბურთის მაყურებელიც ვარ, მაგრამ ამასაც ასევე ჩამოვრჩი.
ამჟამადვარკეთილაირისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს აყალიბებთ, სადაც ოპერატორი ხარ და ჟურნალისტობასაც ითავსებ
– მომავალში ცხოვრებისეული და პროფესიული სირთულეების დაძლევით საქმიანობას გავაგრძელებ და ვეცდები, თანამოაზრეებთან ერთად ვარკეთილი 3-ის დასახლებას თავისი ინტერნეტტელევიზია (თავიდან შესაბამისი აპარატურის შეძენის შემთხვევაში) ჰქონდეს, რომელიც ამ დიდ დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს, რადგან ადგილობრივი თემებით „დიდი ტელევიზიები“ არ ინტერესდებიან ძარცვის და ხანძრის გარდა.. მრავალი პრობლემაა და ასევე ბევრი კარგი ამბავიც წარმოსაჩენია.
ადგილობრივი პრობლემებისა და მოვლენების წარმოსაჩენად ამ დიდ დასახლებაში ურთულეს დროში ტელეკომპანია „ოკრიბა-ტვ“ საქმიანობდა და წარმატებებსაც აღწევდა.
ჩვენი ორგანიზაცია ასევე ცდილობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საფუძვლიანად ჩამოყალიბებას. მონდომებით ყველაფერის მიღწევაა შესაძლებელი, მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი, მონდომება არ მაკლია!
ოჯახი. შვილები
– მყავს მეუღლე, ქალიშვილმა დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, სამი წელი ინგლისურ ენას ასწავლიდა მესტიის რაიონის სოფელ ფარში, ამჟამად მეორე წელია ცხოვრობს ონის რაიონის სოფელ ღებში, ასევე ინგლისური ენის მასწავლებლად. ვაჟმა გადაწყვიტა კომპიუტერული პროგრამირების ტექნოლოგიების შესწავლა, რაც ნამდვილად გამოადგება.
– ლექსი…

უფლისადმი სამადლობელი!

მადლობა ღმერთო, სიცოცხლის რომ კვლავ მაქვს უფლება,
შემინარჩუნე აზროვნების თავისუფლება,
ძვირფას საფლავთან რომ მაღირსე სანთლის დანთება,
სულის ზეიმად ზეციერში ლოცვად დარჩება…
დიდება ღმერთო, გულში რწმენა შემინარჩუნე,
განწირულს მრუდე გზა-სავალი აღარ მარგუნე,
სიყვარულისთვის მონა ღვთისა მე ვარ შობილი,
ქარიშხლებისგან შვილი შენი გამოწრთობილი,
მადლობა ღმერთო, ვერ დაბინდეს ჩემი გონება,
სულის სიმდიდრე ვერასოდეს აიწონება,
დიდება ღმერთო, სტრიქონებად ვანთე ხანძარი,
სიყვარულისთვის ავაშენო მინდა ტაძარი,
მადლი ზეციდან ჩემს განსაცდელს აეფარება,
სიცოცხლე უნდა დაგიტოვო აელვარებად!
შენს სადიდებლად დარჩება და მადლიერებად,
სულის სიმტკიცედ, სათნოებად და ძლიერებად!
მადლობა ღმერთო! დიდება ღმერთო!

ვეფხია სამსონიძე,
ტყიბული, 12 მარტი, 2018 წელი

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი