ანა დოლიძე: პირობას ვდებ, რომ 2019 წელი არ იქნება მიხეილ ჩინჩალაძის წელი

ვდებ პირობას, რომ 2019 წელი არ იქნება მიხეილ ჩინჩალაძის წელი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ანა დოლიძე მადლობას უხდის ყველას, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა განმწესების საკითხზე პრინციპული პოზიცია გამოიჩინა.
„მინდა, მადლობა გადაუხადო ყველას, ვინც პრინციპული პოზიცია დააფიქსირა, ყველა ორგანიზაციას, ყველა ადამიანს, მათ შორის, „ოცნების“ შიგნით პრინციპულ დეპუტატებს, ვინც გამოავლინა მკაცრი და პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვდებ პირობას, რომ 2019 წელი არ იქნება მიხეილ ჩინჩალაძის წელი. ეს იქნება პატიოსანი ადამიანების, კომპეტენტური მოსამართლეებისა და პრინციპული სასამართლოს წელი. დღეს ჩვენ ეს ყველამ ერთად დავამტკიცეთ და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ ამ გზაზე“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები