იტალიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
იტალიაში ეტნას ვულკანის გაღვიძების ფონზე, სიცილიაში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის, ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იტყობინება.
ამ დროისთვის ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.