“კლასელებისთვის უკითხავს, რომ მოვკვდები, რამდენი მოხვალთ და თუ მიტირებთო, ალბათ წინათგრძნობა ჰქონდა”

წინა დღეებში დათოს კლასელებისთვის დაუსვამს კითხვები, რომ მოვკვდები, რამდენი კაცი მოხვალთ და თუ მიტირებთო, – ამის შესახებ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ჰყვება.
“წინა დღეებში დათოს კლასელებისთვის დაუსვამს კითხვები, რომ მოვკვდები, რამდენი კაცი მოხვალთ და თუ მიტირებთო. ალბათ, ჰქონდა წინათგრძნობა. დათოს დანის შიში ჰქონდა. კარტოფილს მარიამს ათლევინებდა, მერე თვითონ წვავდა. 25 ივლისს 18-ის გახდებოდა. ამბობდა, ან სპორტს გავყვები ან ექიმი გამოვალო… შეყვარებული იყო, ძალიან უყვარდა თანაკლასელი გოგონა და ხშირად ახსენებდა, ზრუნავდა მასზე. როცა პოლიციამ მისი ნივთები გადმომცა, მათ შორის საღეჭი რეზინის სტიკერიც იყო, ზედ გულები ეხატა. დათოს შეყვარებულმა გოგონამ მითხრა, ჩემი ნაჩუქარია და არ მეგონა, ამდენ ხანს გულის ჯიბით თუ დაატარებდაო”, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები