ბარამიძე: 2008 წელს ინაუგურაციაზე პუტინი რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისთვის მოვიწვიეთ

ახალარჩეული საქართველოს მე-5 პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მსოფლიოს მოქმედი პრეზიდენტებიდან, ამ ეტაპზე არსებული ოფიციალური ინფორმაციით მხოლოდ სომხეთის პრეზიდენტი ჩამოდის. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ განაცხადა ინაუგურაციის ცერემონიაში მონაწილეობას მსოფლიოს 55-მდე ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი მიიღებს, ამ ფაქტს ოპოზიცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნად აფასებს.
“აიპრესთან“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე განმარტავს, რომ სტუმრების სია აჩვენებს როგორი დამოკიდებულება აქვს მსოფლიოს დღევანდელი საქართველოს მიმართ.
„საქართველომ დაკარგა თავისი პოზიციები საერთაშორისო არენაზე, რასაც მთავრობა აკეთებდა მიზანმიმართულად. რადგან ივანიშვილს თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა მავნებლური, მოღალატეობრივი გეგმა – საქართველომ გვერდზე გაიწიოს საერთაშორისო პროცესებიდან. პირდაპირი ეწერა ცნობილ დოკუმენტში, რომელიც მან წარადგინა როგორც სამთავრობო დოკუმენტი, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს დღის წესრიგის პრობლემური საკითხი. ეს სია არის ამისი ერთ-ერთი ანარეკლი.
რაღაც საკითხებში საქართველო არის აქტუალური, თვითდინებით მიდის ბევრი პროცესი ნატოსთან, ევროკავშირთან და ამ პროცესის შეჩერება ივანიშვილს არ შეუძლია. გულსატკენია, რომ საქართველოს პრესტიჟი და მნიშვნელობა ასე დაბალია.
ეს სია არის მიმანიშნებელი ძალიან დაბალი რანგის სხვადასხვა სახელმწიფოების წამომადგენლებისაა. მაგალითად, თუ იქნება წარმოდგენილი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რომელიც ჩვენთან ერთად უღელშია მონსტრ პუტინის რუსეთთან ბრძოლაში… უკრაინა რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გამოაგზავნის, ესეც რამედ უნდა ჩაითვალოს? საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან… თუ ეს აკმაყოფილებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს? მაგრამ, „ოცნებას“ ეს უნდა, ამიტომ ესენი უნიათოები კი არა, მავნებლები არიან. უნიათობა და არაკომპეტენტურობა ეს ივანიშვილი გაცხადებული პოლიტიკაა.
_ სიაშია ნიკოლა სარკოზი(საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი), რომელიც „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოში იყო ჩამოსული. მის ჩამოსვლას როგორ შეაფასებდით?
_ „ნაცმოძრაობის“ პერიოდი ჩამოდიოდა როგორც პრეზიდენტი. სახელი და გვარი… საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანაა და ყველა, ვინც სიკეთით მოდის, ყველას მიღება გვიხარია. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებზე და არა ცალკეული პიროვნებების სტუმრობაზე. სად პრეზიდენტი რომ ჩამოვა და სად ყოფილი პრეზიდენტი რომ ჩამოდის. მე პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ვსაუბრობ
_ 2008 წელს, როდესად საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს, ინაუგურაციაზე მოიწვიეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, თუმცა ლავროვი(რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი) ჩამოვიდა. რატომ მოიწვიეთ პუტინი, არადა იმ პერიოდში ძალიან ბევრ პროვოკაციას უწყობდა საქართველოს
_ მაშინ გვქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და არ იყო მომხდარი ომი. ვცდილობდით რუსეთთან ურთიერთობების მაქსიმალურად ნორმალურ კალაპოტში წარმართვას.
ვგრძნობდით საფრთხეს რუსეთის ფედერაციიდან და ყველაფერს ვაკეთებდით, რომ შეგვერბილებინა… სანამ ტანკებით არ შემოვიდნენ ჩვენ ტერიტორიაზე, ძალიან ბევრი მოვითმინეთ. ძალიან ბევრ პროვოკაციაზე არ წამოვეგეთ. იგივე რუსის ჯარის შემოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთში რკინიგზის აღსადგენად. ეს იყო რუსი ჯარი რომელსაც დსთ-ს სამშვიდობო კონტიგენტთან არაფერი ჰქონდა საერთო. ეს მოვუთმინეთ და გადავყლაპეთ.
ჩვენი საჰაერო აპარატი ჩამოგვიგდეს საქართველოს საჰაერო სივრცეში. მთელმა მსოფლიომ დაინახა გადაღებული ვიდეო – რუსული თვითმფრინავი იყო, მოვითმინეთ…
მოვითმინეთ როცა რუსეთმა თქვა, აღარ მაინტერესებს დსთ-ს ქვეყნები და პირდაპირ მოლაპარაკებებს ვიწყებ სეპარატისტულ რეგიონებთან, რაც პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას იურიდიულ დონეზე, მოვითმინეთ…
წითელ უბანში სარადარო მოწყობილა დაგვიბომბეს, მოვითმინეთ… 7 აგვისტომდე რაც ხდებოდა მოვითმინეთ… სანამ ტანკების უშუალო კოლონა არ შემოვიდა საქართველოში და პირდაპირ არ დაემუქრა ჩვენს მოსახლეობას ეთნიკური წმენდით.
ჩვენ რომ რეაგირება არ გვქონოდა, ეს იქნებოდა ეროვნული ინტერესების კონსტიტუციური ღალატი
ასე დავით აღმაშენებელს რომ ეფიქრა, ჩემზე 10-ჯერ დიდი ოსმალო კოალიცია მომადგა, ამიტომ ავდგე და დავნებდე, მაშინ დღეს საქართველო აღარ იქნებოდა.
შესაბამისად, ჩვენ ვცდილობდით რუსეთთან დაგველაგებინა, შეგვერბილებინა ურთიერთობა და საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს ომი არ მომხდარიყო. დიალოგი და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონოდა რუსეთზე.
ბუნებრივია, თუ ვინმე უნდა დაეპატიჟებინა საქართველოს პრეზიდენტს რუსეთს ხელისუფლება იყო. სწორედ კიდევ ერთი ჟესტი უნდა გაეკეთებინა.
ბუნებრივი დღეს სხვა ვითარებაა, დღევანდელი და მაშინდელი ვითარების შედარება არც შეიძლება…
შეგახსენებთ, ახალარჩეული საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართება.
ოფოციალური მონაცემებით ინაუგურაციის ცერემონიალს დაესწრება:
• სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი
• საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2012 წწ) ნიკოლა სარკოზი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი და და სოციალურ საქმეთა ყოფილი მინისტრი

• თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი

• აზერბაიჯანის პარლამენტის სპიკერი

• სებეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერი

• ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტი

• ლიეტუვას სეიმის სპიკერი

• პოლონეთის სენატის მარშალი და პრეზიდენტის კანცელარიის ხელმძღვანელი, მინისტრი

• მოლდოვას ვიცე პრემიერ-მინისტრი

• თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი

• გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი

• ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

• ისრაელის კნესეტის (პარლამენტი) ვიცე-სპიკერი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე

• სუამის გენერალური მდივანი

• უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

• ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

• აშშ-დან USAID-ის წარმომადგენელი

• წმინდა საყდრის საგანგებო ემისარი, არქიბიშოპი

სტატიის ავტორი ირმა მესხია

წყარო: https://ipress.ge/new/baramidze-2008-tsels-inauguratsiaze

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები