წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე, მდინარე პაპასყურეზე ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წალენჯიხა–ობუჯი – ჯიხაშკარის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე პაპასყურეზე არსებული სახიდე გადასასვლელის რეაბილიტაციაზე.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდი, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, გეომეტრიული პარამეტრებითა და დატვირთვის გამძლეობით ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ერთი მალით, 13,1 მეტრი სიგრძის და 9,7 მეტრი სიგანის სახიდე გადასასვლელის მოწყობა. ახალი ხიდი მოიცავს სრულად განახლებულ საავტომობილო საფარს, ტროტუარებს თვალამრიდებით და მოაჯირებით. სამუშაოების პერიოდში, ტრანსპორტის უწყვეტი გადაადგილებისთვის, მოეწყობა დროებითი შემოვლითი გზა.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 886 716 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

სამუშაოების განხორციელების ვადად განსაზღვრულია 8 თვე სამუშაოების დაწყებიდან.

შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644272&lang=ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები