დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიის გამო აკრიტიკებს-იქნება ქუჩური ანგარიშსწორების პრეცედენტები პოლიტიკურ ნიადაგზე, აბა არა?!

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი ხელისუფლებას ოპონენტების წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის გამო აკრიტიკებს.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სწორედ ხელისუფლების არასწორი კამპანიის მიზეზით იქნება ქუჩური ანგარიშსწორების პრეცედენტები პოლიტიკურ ნიადაგზე.

“ნაცების დაჯღანულსახეებიანი ბანერები რომ გამოაკარით მთელ საქართველოში, ზომბი-აპოკალიფსზე ფილმის აფიშას უფრო რომ ჰგავს, ვიდრე საარჩევნო პლაკატს;

თავსმოხვეულმა კოხაბიტაციამ დაგვღუპაო, ასავალ-დასავალის საუკეთესო ტრადიციებში რომ გაიძახოდით მთავრობის და პარლამენტის წევრები (ამ დროს ყოველთვის იგულისხმება, რომ დამპალმა დასავლეთმა მოგვახვია თავზე ეს არაქართული მოვლენა), რასაც საზოგადოების და ინტელიგენციის ღვაწლმოსილი წარმომადგენლებიც ეთანხმებოდნენ და იქვე ამატებდნენ, რასაკვირველია ოპოზიცია საჭიროა, მაგრამ ნაცმოძრაობა ხომ ოპოზიცია კი არა კრიმინალების ბანდაა და მაშინვე უნდა მოგვეტყნა მაგათთვის დედისტრაკი, 2012-ში, “ნე ატხადია ატ კასი”-ო;

საგანგებო რეჟიმზე რომ გადაიყვანეთ თქვენი ტელევიზიები და ოცდაოთხი საათი ნაცებს ატრიალებდით ყველა ბრუნვაში როგორც ჯერარნახულ-ჯერარგაგონილ მანიაკებს, სიზმრადაც რომ არ მოლანდებიათ ათასი ჯურის ჯეკ რიპერ-პატრაშიწელებს, ჩარლიმენსონ-ჩიკატილოებს თუ ვენერა ნაბოზარ ობოლაშვილებს;

ვინ-დათვალოს-ზღვაში-ქვიშა ოდენობის ფეიკგვერდები რომ შექმენით, სადაც ისტერიული წივილ-კივილით დაქროდნენ არვიცირამდენლარიანი ბოტები და ყველაფერ ზემოჩამოთვლილს ამრავლებ-ავრცელებდნენ:;

ამის შემდეგ იქნება ქუჩური ანგარიშსწორების პრეცედენტები პოლიტიკურ ნიადაგზე, აბა არ იქნება?

ზიზღის და სიძულვილის თესვას აუცილებლად მოჰყვება ამ ზიზღის და სიძლვილის ობიექტებისადმი ძალადობის ფაქტები. შეუძლებელია არ მოჰყვეს! ამიტომ დღეს ვიღაც თაკო ჩარკვიანს მიუვარდა, ხვალ რომელიმე დეპუტატზე გაიწევს ვინმე (თავად კოლეგა დეპუტატებში ვერ მოინახება ასეთი თუ რა?), ზეგ ვიღაცას გაახსენდება მეზობელი რომ ჰყავს ნაციონალი და წყალს ჩაუშვებს მასთან და ა.შ. და ა. შ.

და ამ ზიზღის და სიძულლვილის კამპანიას თუ ძალიან სერიოზულად არ დავუპირისპირდით ის ხალხი, ვისაც მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი არის საზიზღრობა და კატეგორიულად დაუშვებელი, თუ რამე არ მოვიფიქრეთ, რამე კამპანია არ წამოვიწყეთ თუ ხუიივოზნაეტ რა მაგრამ რაღაც არ გავაკეთეთ, ამ უბანძესი საარჩევნო კამპანიის კვალი კიდევ დიდხანს გაგვყვება მთელ ქვეყანას. და ძალიან ცუდად გაგყვება.

P. S. ჩემი მოკრძალებული თხოვნა იქნება, “აბა ნაცები რო ცხრაწელი გვხმარობდნენ ის იყო კაი” და “რ-2 რო სიბუნძურეებს აფრქვევს ისაა კაი” ტიპის ქლიავური არგუმენტები არ იყოს. მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობა ზიზღის და სიძულვილის კულტივირებაში, სახელმწიფო ძალაუფლების მთელი არსენალით, არის შეუდარებლად უფრო საშიში პრეცედენტი, ვიდრე ის, თუ რა გადაიცემა და ითქმება ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში,-წერს ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები