„ტპუ, ნა ვაშ კრემლ!“, – სოფიო ხორგუანი ნარკოტიკების მოხმარებისთვის შსს-დან გათავისუფლებული პოლიციელის შესახებ

გიორგი ბაბუნაშვილის ფეისბუქსტატუსს, სადაც მან აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ აძლევდა, ამჯერად, სოფიო ხორგუანი გამოეხმაურა. ადამიანის უფლებადამცველმა თავისი პოზიცია სოციალურ ქსელში გამოხატა:

„ვერ მოინელეს, პოლიცია პოლიციას რომ დაემსგავსა და მოძალადეებისა და უკანონო ბრძანების შემსრულებელთა თავშესაფარი აღარ არის! 2014 წელს ნარკოტიკების მოხმარების გამო პოლიციიდან გაშვებულების პროტესტი ვერ მოგაბრუნებთ ხელისუფლებაში.

ტპუ, ნა ვაშ კრემლ!”, – წერს სოფიო ხორგუანი.

ცნობისათვის, გიორგი ბაბუნაშვილის განცხადებას შსს-შიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი აღარ არის. უწყების ცნობით, ბაბუნაშვილი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე საპატრულო პოლიციის რიგებიდან 2014 წელს გათავისუფლდა. უწყების ცნობით, იგი დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო.

სოციალური ქსელების მომხმარებლები კი წერენ, რომ ბაბუნაშვილი ცდილობს, თავი მოქმედ პოლიციელად წარმოაჩინოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, რაც დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები