უკრაინის პარლამენტმა კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული პროკურატურის დამოუკიდებლობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

უკრაინის რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (NABU) და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა (SAP) დამოკიდებული ხდებიან გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებზე. ამჟამად, ესენი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტებია,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

კანონპროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანას „საომარი მდგომარეობის განსაკუთრებულ გარემოებებში დაკარგული პირების გაუჩინარებასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულების წინასწარი გამოძიების თავისებურებებთან დაკავშირებით“. ამასთან ერთად, დოკუმენტი შეიცავს ცვლილებებს როგორც NABU-სთან, ასევე SAPO-სთან დაკავშირებით.

ეს ანტიკორუფციულ სააგენტოებს, გენერალურ პროკურორზე დამოკიდებულ ინსტიტუტებად აქცევს. ადრე ისინი პოლიტიკურად დამოუკიდებლები იყვნენ და სხვა სააგენტოებს არ ჰქონდათ უფლება, გამოეძიებინათ საქმეები, რომლებიც NABU-სა და SAPO-ს ეკუთვნოდა.

შესაბამის კანონპროექტს მხარი 263-მა დეპუტატმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი იონუშასი, მისი პირველი მოადგილე, ანდრეი ოსადჩუკი, ასევე სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალიზებული ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბაკუმოვი შეხვედრას არ ესწრებოდნენ.

NABU და SAPO მოუწოდებენ პრეზიდენტს, ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობის გაუქმების შესახებ კანონს ვეტო დაადოს.

მანამდე, ევროკავშირმა უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს მიმართ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები