ედიშერ გვენეტაძე „ნაცმოძრაობის“ მიერ ლობისტების დაქირავებაზე: ფულის გამო ეს ნაძირალები ისეთ ქმედებებს სჩადიან, რომლითაც საქართველოს და მის მოსახლეობას ომში ჩაბმას და ქვეყნის განადგურებას აიძულებენ
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელ აგენტთა რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობამ“ ლობისტურ კომპანიას 360 000 აშშ დოლარი გადაუხადა.
გვენეტაძის თქმით, ოპოზიციონერი აგენტურა ფულის გამო საქართველოს ომში ჩათრევას ლამობენ, რაც FARA-ს კანონმა კიდევ ერთხელ გახადა თვალსაჩინო.
„ნახეთ!
ახლა ციფრული ტექნიკის პირობებში რას სჩადის საქართველოში მყოფი აგენტურა იმ ქვეყნის წინააღმდეგ, სადაც დაიბადნენ, გაიზარდნენ, მშობლები, მეგობრები, და-ძმები, შვილები… ჰყავთ.
ფულის გამო ეს ნაძირალები პირდაპირ მოუწოდებენ და ისეთ ქმედებებს სჩადიან, რომლითაც საქართველოს და მის მოსახლეობას ომში ჩაბმას და ქვეყნის განადგურებას აიძულებენ. ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა და ყველასათვის თვალსაჩინო გახადა FARA-ს კანონმა.
ახლა გაიაზრეთ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ხდებოდა 1930-იან წლებში, როდესაც დღე-დღეზე ჰიტლერი იწყებდა მეორე მსოფლიო ომს და ადგილობრივი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ წერა-კითხვა არ იცოდა.
მე არაფერს არ ვამტკიცებ, უბრალოდ ვადარებ.“- წერს ედიშერ გვენეტაძე.