“რუსთავი 2-ის” მოდელირებული რეალობა გრძელდება”

სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში, საპატრულო პოლიციის ყოფილი ოფიცრის, გიორგი ბაბუნაშვილის ფოტოს აქვეყნებს და შემდეგი სახის პოსტს ურთავს თან:

“ეს ადამიანი წლების წინ არის გათავისუფლებული პოლიციიდან. რამდენადაც ცნობილია გენინსპექციის დასკვნის საფუძველზე. “რუსთავი 2-ის” მოდელირებული რეალობა გრძელდება”, – წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაბუნაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ იგი სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერს.

“მე, გიორგი ბაბუნიშვილი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი, არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს. რუსეთი ოკუპანტია. დიდება გმირებს”, – წერს გიორგი ბაბუნაშვილი.

ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, უწყების ინფორმაციით, აღნიშნული პირი გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ჯერ კიდევ 2014 წელს გაათავისუფლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, ის დაკავებული იყო ადმინისტრაციული წესით, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები