ქეთი დოლიძე: ხელები შორს იურა მეჩითოვისგან!

ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს! იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ, – ამის შესახებ რეჟსორი ქეთი დოლიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, იური მეჩითოვს, რომელმაც განაცხადა, რომ 9 აპრილს მოქალაქეები ასფიქსიით დაიღუპნენ.
“ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ ნაცები ან მათი მხარდამჭერები! მისი მეათედი გააკეთეთ საქართველოსთვის! იურა -9 აპრილის მემატიანე; იურა – საქართველოში და თბილისში შეყვარებული ხელოვანი; იურა- საოცარი ალბომის შემქმნელი სერგო ფარაჯანოვზე, როგორც ძირძველ თბილისელზე და გენიალურ რეჟისორზე; იურა- უნიკალური ფოტოხელოვანი, რომელმაც ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების პორტრეტები შექმნა; თუმანიშვილისა და მისი თეატრის ისტორიის მემატიანე! იურასავით გიყვარდეთ და გულშემატკივრობდეთ თქვენ საქართველოს!
90-ანების სიძულვილის სუნი დგას, როცა პირველად გაიხლიჩა საქართველო და ურა პატრიოტების ხელში ჩავარდა! “ქელეხების და ქეიფების ხალხოოოოოო!” ხელები შორს იურა მეჩითოვისგან! ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს! იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ!”, – წერს ქეთი დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები