ზვიად კვაჭანტირაძე იური მეჩითოვს: ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და რაც მთავარია ტყუილი

ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და რაც მთავარია ტყუილი, – ამ სიტყვებით მიმართავს უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე იური მეჩითოვს სოციალურ ქსელში.
“საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და რაც მთავარია ტყუილი. ან უნდა განმარტო რატომ შეგეშალა თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე. სხვაგვარად კი, ჩათვალე სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში”, – წერს კვაჭანტირაძე.
The Soviet Scar – ასე ეწოდება რამდენიმე დღის წინ „ალ ჯაზირას“ ეთერში, 9 აპრილის შესახებ გასულ ფილმს.
ფილმი ინტერნეტში ჯერჯერობით არ დევს, თუმცა, მან სკანდალი უკვე გამოიწვია – ის ცნობილი ფოტოგრაფის იური მეჩითოვის კომენტარმა გამოიწვია. სიუჟეტში მეჩითოვი ამბობს, რომ 9 აპრილს არავინ მოუკლავთ, რომ ხალხი უჰაერობის შედეგად დაიხრჩო.
ამ ინფორმაციას ცნობილი ფოტოგრაფი დღესაც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ 9 აპრილთან დაკავშირებით იგივე კომენტარი სხვადასხვა დროს, არაერთხელ გაუკეთებია, თუმცა მისმა ინფორმაციამ ხმაური მხოლოდ ახლა გამოიწვია. ფოტოგრაფს უკვირს, რატომ აკრიტიკებენ ადამიანები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები