მამა პეტრე: სამების გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ უბრალო მრევლი ტაძარში არ შეუშვა

გავრცელებულ ინფორმაციას და მითქმა-მოთქმას, რომ თითქოს სვეტიცხოვლის მონასტერში, ბერა ივანიშვილის ჯვრისწერის მიზეზით, მოქალაქეებს დროებით არ უშვებდნენ, მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“თუ ტაძარში შესვლა ფერხდებოდა, ამის მიზეზი სასულიერო პირები არ ყოფილან…
სვეტიცხოველი საუკუნეებია იქ დგას, რაღა გუშინ გადაწყვიტა ყველამ სულის ცხონება…
არავის მხარეს არ წარმოვადგენ, მაგრამ არ მიყვარს ტენდენციურობა…
უფლის წინაშე ყველა თანაბარია. მისთვის არ არსებობს მდიდარი, ღარიბი, მოხუცი, ახალგაზრდა…
დიახ, არ მომწონს, რომ შეძლებულები პრივილეგიებით სარგებლობენ… განსაკუთრებით არ მომწონს, ჯვრისწერის პოლიტიზირება…
ისიც არ მომწონდა, სამების საკათედრო ტაძრის გახსნის დღეს, ქარში და წვიმაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უბრალო მრევლი რომ არ შეუშვა, საშვით ხდება დაშვებაო… მაშინ რატომ არავის აწუხებდა, მორწმუნე ხალხის ტაძრის გარეთ გაყინულ-გაფიჩხულ მდგომარეობაში ყოფნა?!
ბარემ ბოლომდე გულწრფელები ვიყოთ!”, – წერს მამა პეტრე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები