ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი დეკორატიული ღობე ექნება

ქალაქ ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკს ახალი დეკორატიული ღობე ექნება. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, წლის ბოლომდე კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამ ეტპზე ძველი, დაზიანებული ღობის დემონტაჟს ანხორციელებს, რის შემდეგაც ახალი ღობის მშენებლობა დაიწყება.
“პროექტით გათვალისწინებულია ელექტროსამონტაჟო სამუშაოებიც. დეკორატიულ ღობეზე ლედ სანათები დამონტაჟდება. სამუშაოების მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, გოგი მეშველიანი გაეცნენ”,- აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები