“თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არჩევნებს ადმინისტრირების და ხმის ფარულობის დაცვის კუთხით ხარვეზი არ ჰქონია” – დავით ჩიხელიძე

“თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არჩევნებს ადმინისტრირების და ხმის ფარულობის დაცვის კუთხით ხარვეზი არ ჰქონია”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რიგ შემთხვევებში შესაძლოა, ჩანდა მარკერის კვალი, მაგრამ ეს ე.წ. საცდელ წრეს შეეხება, რაც ფარულობის დარღვევად ვერ ჩაითვლება.

“ცესკომ არჩევნების პროცესში ჩარჩო კონვერტის გამოყენების პრაქტიკა დანერგა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში, ხმის ფარულობას სრულად უზრუნველყოფდა, რა თქმა უნდა უბნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის მისვლის შემთხვევაში იქნებოდა რამდენიმე, ადამიანური შეცდომით გამოწვეული ხარვეზი, რომლის განზოგადება მთლიანად საარჩევნო პროცესზე არასერიოზულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე არ დააკმაყოფილა საიას სააპელაციო სარჩელი რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში არსებული ყველა ტექნიკური უბნის გაუქმებას ბათილად ცნობას ითხოვდა, გადაწყვეტილება საბოლოო და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ნიშანდობლივია, რომ სასამართლო განხილვა 24 საათი მიმდინარეობდა რაც უპრეცედენტო მოვლენაა, საქმე არსებითად განიხილეს, სასამართლო დარბაზში ასევე ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი, რაც სასამართლოს პირუთვნელი სიმართლის დადგენაში დაეხმარა”, – წერს ჩიხელიძე.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიასა და სხვა ორგანიზაციების საჩივრები 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილების შესახებ
ასევე, გაუქმდა თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები