ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი ორმხრივი ნდობის ნაკლებობა გახდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც შემდეგ პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა, ნეთანიაჰუ გალანტს მიმართავს, რომ „თქვენი უფლებამოსილება დასრულდება ამ წერილის მიღებიდან 48 საათის შემდეგ“.
„მინდა მადლობა გადაგიხადოთ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს გაწეული სამსახურისთვის. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და ძალიან ნაყოფიერად ვმუშაობდით, ბოლო თვეების განმავლობაში ეს ნდობა ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეირყა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მიუღებელი გზით, და რაც უფრო უარესია, ეს ინფორმაცია მტერმაც შეიტყო – ჩვენმა მტრებმა ამით ისარგებლეს და დიდი სარგებელიც ნახეს“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
ამასთან, მისივე განცხადებით, გალანტს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი შეცვლის, ხოლო გიდეონ საარი ისრაელ კაცის ნაცვლად, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.