ბრიტანეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ექსპრეზიდენტს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს სანქციები დაუწესა,- ამის შესახებ ქვეყნის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი

ბიბილოვი დასანქცირებულია უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებისთვის.

“ბიბილოვი მონაწილეობს ან იყო ჩართული უკრაინის დესტაბილიზაციაში, რაც ძირს უთხრის, ან ემუქრება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ბიბილოვი ამჟამად დონბასში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები