გორის მერია: სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა – რეაბილიტაცია გრძელდება. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა ჭაბურღილები, წყალსადაწნეო კოშკი, საქლორატორო შიდა ქსელი, მრიცხველები.

,,სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელი წყლით 515 ოჯახი ისარგებლებს.
ამ დროისთვის სოფელში მცხოვრები 878 ოჯახიდან 363 სარგებლობს ახალი სასმელი წყლის სისტემით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2021 – 2023 წლებში მოეწყო.
მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მიზნით სამუშაოები ნაწრეთში, ქვემო შავშვებში, ტირძნისსა და ზერტში დაიგეგმა. პროექტების შედეგად მუნიციპალიტეტში 1000 -მდე ოჯახს გაუუმჯობესდება სასმელი წყლით მომარაგება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები