“ზურაბ ჯაფარიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას – რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები არ მოუწოდებია” – პროკურორი

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც პროცესის შემდგომ პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ ისაუბრა, ჯაფარიძის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა.

“მოწმემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომელიც ეყრდნობოდა ძირითადად მის შეფასებებსა და საჯარო წყაროებში გავრცელებულ ინფორმაციას – რაიმე კონკრეტული ფაქტი, სახელები და გვარები, რომელიც დააჩქარებდა გამოძიებას, მას არ მოუწოდებია.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იკითხება ყველა ის პირი, რომელიც რაღაც ინფორმაციას ფლობს საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო დარღვევებთან, ან გაყალბებასთან დაკავშირებით”, – განმარტა პროკურორმა.

საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე, პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე, სისხლის სამართლის 47 საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები