გორდულაძე – ISFED-ზე: დაანებონ თავი მანიპულაციებს
“ISFED-ზე შეიძლება ერთი რამე ვთქვათ – დაანებონ თავი მანიპულაციებს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მან ორგანიზაციას პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებისკენ მოუწოდა.
“დაანებონ მანიპულაციებს თავი და გამოაქვეყნონ პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც, მათივე განცხადებით, ცესკოს შედეგებს ემთხვევა. საინტერესო ის არის, რომ მათ თავადვე აღიარეს, ისინი ამ ყველაფერს არ გამოაქვეყნებენ, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგები ლეგიტიმური იქნებაო. ახლა ცდილობენ, რომ ყველანაირი მანიპულაციური გზით, როგორმე ეჭვი შეატანინონ არჩევნების შედეგებში, დასკვნებში, მაგრამ მაინც ვერ ატყუებენ საზოგადოებას და თავი დაანებონ ამას”, – განაცხადა გორდულაძემ.