“დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიებში დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა; ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომელზეც ამერიკული კომპანია საუბრობს” – კალანდარიშვილი
“კენჭისყრის დაკვირვების შედეგად წარმოდგენილ დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ამომრჩეველი ერთიან სიაში არის ამომრჩევლის უნიკალური პერსონალური ნომრით, პირადი ნომრით და მისი დუბლირება შეუძლებელია”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა “დღის კურიერში” ისაუბრა.
ის კომპანია Pro V&V-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს გამოეხმაურა.
“Pro V&V-მ, რომელიც არის ამერიკული კომპანია, წარმოუდგინა ინსტიტუციას საბოლოო, დასკვნითი ფაზის ანგარიში, რომელშიც კიდევ ერთხელ, დამატებით გაცემულია პასუხის ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით რომელიც, განსაკუთრებით კენჭისყრის დღის შემდგომ, მანიპულაციურად იქნა წარმოჩენილი სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხებზე ყურადღება გამახვილებული იყო, ჯერ კიდევ, პირველი და მეორე ფაზის შედეგებში, დღეს კიდევ ერთხელ, კენჭისყრის დაკვირვების შედეგად წარმოდგენილ დასკვნაში ცალსახად წერია, რომ ამომრჩეველი ერთიან სიაში არის ამომრჩევლის უნიკალური პერსონალური ნომრით, პირადი ნომრით და მისი დუბლირება შეუძლებელია.
გარდა ამისა, კენჭისყრის დაკვირვების შედეგად დადასტურდა, რომ ამომრჩეველთა ერთიან სიებში დუბლირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიგნება, რომელსაც ამერიკული კომპანია საუბრობს,” – განაცხადა კალანდარიშვილმა.