Visit Georgia – WTM London-ის გამოფენა ძალიან დიდ პერსპექტივას გვაძლევს მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.

გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას აფასებს ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს წარმომადგენელი ანა მაცაბერიძე.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაზე, მათ შორის, WTM-ზეც, რომელიც ლონდონში იმართება. ეს გამოფენა გვაძლევს ძალიან დიდ პერსპექტივას, არა მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომ მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაგვიცნოს და გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება“,-განაცხადა ანა მაცაბერიძემ.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40 ათასია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები