აშშ-ის კონგრესის არჩევნების წინასწარი შედეგებით, რესპუბლიკურმა პარტიამ სენატში უმრავლესობა მოიპოვა.
რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატის არჩევნებს, აქაც ლიდერობენ რესპუბლიკელები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადანაწილდება ადგილები.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან, სულ მცირე, 270 ხმა უნდა მიიღოს.
აქამდე, სენატში უმრავლესობას დემოკრატები ფლობდნენ, 435-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი – რესპუბლიკელები.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი მალე ჩავა თავისი საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე დასავლეთ პალმ ბიჩში, ფლორიდაში.
ტრამპს ელოდება ილონ მასკი, რომელმაც დიდი კამპანია აწარმოა ტრამპის სასარგებლოდ, ასევე პოლიტიკური მოკავშირეები რობერტ კენედი უმცროსი და ტულსი გაბარდი. ხალხმა დაიწყო შეკრება, რათა ერთად იზეიმონ ტრამპის გამარჯვება.
განსხვავებული განწყობაა ჰოვარდის უნივერსიტეტში. ცოტა ხნის წინ მოედანი სავსე იყო კამალა ჰარისის მხარდამჭერებით, რომლებიც მზად იყვნენ გამარჯვების აღსანიშნავად,
მაგრამ ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიიდან მიღებული შედეგების შემდეგ, საზეიმო განწყობა გაქრა, მხარდამჭერები ადგილს ტოვებენ.
როგორც მედია იუწყება, ხალხი სულ უფრო ღელავს, მაგრამ ჯერ კიდევ არის იმედი, რომ რამე შეიცვლება.