პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: ხომ უნდოდათ გამოძიება?! მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ
“ხომ უნდოდათ გამოძიება?! – ა, ბატონო, მიიღეს გამოძიება და თუ რამე მტკიცებულება აქვთ, შესაბამის ორგანოებში წარადგინონ, ხოლო თუ მტკიცებულება არა აქვთ, საზოგადოება მათ ჭორიკანა პოლიტიკოსებად შეაფასებს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
„კეთილი ინებონ და თუ აქვთ რაიმე საფუძველი ბრალდებებზე, რასაც საკუთარ ქვეყანას უყენებენ, მტკიცებულებები შესაბამისს ორგანოებში წარადგინონ“, – განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.