გიორგი კალანდარიშვილი: თუ ვსაუბრობთ ერთ შემთხვევაზე, როდესაც მოსამართლემ ინსტიტუციის პოზიცია არ გაიზიარა, ამის საპირწონედ, არის 23 სხვადასხვა რაიონული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები
,,სააპელაციო დონეზე, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის შემთხვევაში, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა იმ საკითხს, რომ ფარულობის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი – სასამართლომ გაიზიარა საარჩევნო კომისიების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, რაც იმთავითვე ნათელი იყო, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ,,რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედებს.
“რა თქმა უნდა, სასამართლო სისტემა მოქმედებს დამოუკიდებლად, თავისი შეხედულებისამებრ. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იზოლირებულად 1 შემთხვევაზე, როდესაც მოსამართლემ ინსტიტუციის პოზიცია არ გაიზიარა, ამის საპირწონედ, არის 23 სხვადასხვა რაიონული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც გაიზიარეს ინსტიტუციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით.
სააპელაციო დონეზე, როგორც ქუთაისის, ისე თბილისის შემთხვევაში, ფაქტობრივად, წერტილი დაესვა იმ საკითხს, რომ ფარულობის დარღვევას არ ჰქონდა ადგილი. სასამართლომ გაიზიარა საარჩევნო კომისიების პოზიცია ამ საკითხთან მიმართებით, რაც იმთავითვე ნათელი იყო, რომ ფარულობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ის, რომ იზოლირებულ შემთხვევაში, უკანა მხარეს გამოჟონვის შემთხვევები სადმე ფიქსირდება (თუ ფიქსირდება), ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლის არჩევანი, მისი ნება არის იდენტიფიცირებადი,” – აცხადებს კალანდარიშვილი.