გერმანიის პრეზიდენტი მმართველი კოალიციის დაშლაზე: ეს არ არის მსოფლიოს დასასრული, ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა გადავლახოთ
გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კოალიციის დაშლის შემდეგ ყველა მხარეს პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა, რათა პოლიტიკური კრიზისი გადალახონ.
შტაინმაიერმა კომენტარი გააკეთა კოალიციის დაშლის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.
“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 75-წლიან ისტორიაში იშვიათად მომხდარა, რომ მმართველ კოალიციას გერმანიის ბუნდესტაგში საკანონმდებლო პერიოდის დასრულებამდე უმრავლესობა დაეკარგა, მაგრამ ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს ასეთ შესაძლებლობას, რომელიც ახლა მოხდა. კოალიციის დასასრული არ არის მსოფლიოს დასასრული. ეს არის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უნდა გადავლახოთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანული დემოკრატია ძლიერია.