იმერეთში საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

ხონის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. შენობები თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად ეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ინფორმაციას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

,,#1 საჯარო სკოლისა და #3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე.

პროექტის ფარგლებში აღნიშნულ დაწესებულებებში ეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, ასევე, მონტაჟდება გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. გარდა ამისა მოპირკეთდება ეზოები.

#1 საჯარო სკოლა 600 ბავშვზეა გათვლილი. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსწავლეები კომფორტულ გარემოში გააგრძელებენ სასწავლო პროცესს.

#3 სკოლამდელი დაწესებულება 150 აღსაზრდელს მოემსახურება. პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები