ბოლნისში თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალური სტადიონის საფარი მოეწყო
ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტდადიონზე, ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, ახალი მინდვრის საფარი მოეწყო.
სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა საფარის მოვლისა და შენარჩუნებისთვის მოედნის საჩხვლეტი, მოედანზე მიწის შემტანი და ბალახის სათესი ტექნიკა შეიძინა.
როგორც “კვირას” ბოლნისის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სტადიონებისა და სპორტული მოედნების მართვის სამსახურმა სპეციალური ტექნიკა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეისყიდა და აღნიშნული სამსახური ბალახის შეთესვას წელიწადში ორჯერ: გაზაფხულსა და შემოდგომაზე განახორციელებს
ბოლნისის ცენტრალურ სტადიონზე განხორციელებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა მოინახულეს.
“იმისათვის, რომ ბოლნისის “სიონმა” თამაშები საშინაო არენაზე გამართოს, თამაზ სტეფანიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა. ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, სტადიონზე მოეწყო ახალი მინდვრის საფარი, რომლის მოსავლელად სპეციალური ტექნიკის შეძენა გახდა საჭირო. ვიმედოვნებთ, 24 ნოემბერს ბოლნისის ,,სიონი” 33-ე ტურის მატჩს თბილისის ,,ლოკომოტივთან” ბოლნისის სტადიონზე გამართავს”, – დავით შერაზადიშვილმა.