სალომე ზურაბიშვილი – ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს

„ქართული ოცნების“ ეგზიტპოლის შედეგები არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, მაგრამ დაველოდოთ ცესკო-ს პირველად მონაცემებს”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ყველას, მე მინდა ამომრჩევლებს დიდი მადლობა გადავუხადო. ეს არის დამაჯერებელი გამარჯვების წინაპირობა, თუმცა ჯერ არ არის ცესკო-ს მიერ გამოცხადებული შეჯერებული შედეგები. ამიტომ დაველოდოთ ღამეს, როცა იქნება ცესკო-ს პირველი მონაცემები. მე მიყვარს სიფრთხილე. ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ ფრთხილად ბედნიერი. ამომრჩევლების შედეგი იქნება ჩემთვის მისაღები და სანდო”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება „რუსთავი 2″-ის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლს, სადაც არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მონაცემები მეორე ტურისთვის ჯერ არ არის.
„ჯერ არ არის მონაცემები მეორე ტურის, ამიტომ ვარ ძალიან ბედნიერი, მაგრამ მაინც დაველოდები ცესკო-ს შედეგებს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები