ლავროვი: რუსეთი ტყვეების გაცვლის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის პირობებს წარადგენს

რუსეთი მზად იქნება, რომ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის პირობების სია გადასცეს მას შემდეგ, რაც 1000 1000-ის სანაცვლოდ დაწყებული ტყვეების გაცვლა დასრულდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ შეთანხმებების მეორე ნაწილზე, რომელიც თითოეული მხარის მიერ დოკუმენტის პროექტის მომზადებას ითვალისწინებს და რომელიც განსაზღვრავს პირობებს მდგრადი, გრძელვადიანი, ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად. როგორც კი სამხედრო ტყვეების გაცვლა დასრულდება, ჩვენ მზად ვიქნებით, უკრაინულ მხარეს გადავცეთ ასეთი დოკუმენტის პროექტი, რომელსაც რუსული მხარე ამჟამად ამუშავებს“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მოსკოვი „მშვიდობიანი მოგვარების ერთგული რჩება“ და „ყოველთვის ღიაა მოლაპარაკებებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები