აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა
აშშ-ის სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლების ჩამორთმევის გადაწყვეტილება შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ოლქის მოსამართლემ, ელისონ ბაროუზმა, რომელიც ამ თანამდებობაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დანიშნულია, დროებითი შემზღუდველი ორდერი გამოსცა.
ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ჰარვარდის უნივერსიტეტი ტრამპის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონსტიტუციისა და სხვა ფედერალური კანონების დარღვევად აფასებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა. ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო გააუქმა.