ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა და 12 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას BILD-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე მოხდა.

პოლიციამ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 39 წლის ქალი დააკავა.

დაშავებულთაგან 6 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, დანარჩენებმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. თავდასხმის ადგილი სამართალდამცველებმა  გადაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები