მამუკა მდინარაძე: რაც მეტად ახლოვდება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, რაც მეტად ახლოვდება პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები.
როგორც მან გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მიუხედავად “ნაცმოძრაობის” პროვოკაციული ქმედებებისა, საბოლოო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
“ბოლო საათი დარჩა. ბოლო საათის განმავლობაში, მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ზოგადად ამომრჩეველს, მაქსიმალური აქტიურობისკენ იმიტომ, რომ რაც მეტად ახლოვდება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება, მით მეტად აქტიურდებიან და პროვოკაციული ფონის შექმნას ცდილობენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითები მოგიყვანოთ. მაგალითად, ბატონი კოტე იოსელიანი მისული იყო ვაკის ოლქში, შექმნა დაძაბული სიტუაცია ხელოვნურად და შეურაცხყოფა მიაყენა ვაკის ოლქის თავმჯდომარეს. ამაზე ბუნებრივია, იქნება რეაგირება, ამაში დარწმუნებული ვარ და მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება და მათზე მოახდინონ რეაგირება.
ლილე ლიპარტელიანი, ასევე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და მათი დეპუტატი საკრებულოში, კრწანისის უბნებზე გადაადგილდება და უხეშად ერევა უბნის საქმიანობაში და აფერხებს პროცესს. ასეთი შემთხვევები, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მრავლად არის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. მიუხედავად “ნაციონალური მოძრაობის” ამ პროვოკაციული მოქმედებებისა, საბოლოო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლო საათია დარჩენილი და ის სავარაუდო შედეგი – რომელიც ჩვენ უკვე მივაწოდეთ საზოგადოებას ჩვენი ინფორმაციით და ეს არის ქალბატონი სალომეს პირველი ტურში გამარჯვების შანსი და ამაზე ყველა მონაცემი მეტყველებს – რომ შევინარჩუნოთ, საჭიროა აქტიურობა, ბოლო წუთამდე.
ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, თუკი ვინმე კიდევ არის სახლში, ამ შედეგის შესანარჩუნებლად, ჩვენ გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ამისათვის ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. ასევე, არ შეიძლება უდიდესი მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, კომისიის წევრებს ძალიან დიდი მოთმინებისათვის, ძალიან დიდი სიმყარისათვის და კანონის ფარგლებში მოქმედებისათვის”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები