ცესკო „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

ცესკო მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც „ედისონ რისერჩის“ კვლევას ეხება, განცხადებას ავრცელებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიასთან „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის თაობაზე მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„გვინდა გაცნობოთ ინფორმაცია მედიით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორგანიზაცია „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლს:
„ედისონ რისერჩმა“, როგორც 2017 წელს, ისე 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ცესკოს აცნობა ეგზიტპოლის ჩატარების შესახებ და მიმართა თხოვნით, ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიისთვის ცესკოს მიეწოდებინა ინფორმაცია, აღნიშნული კვლევების შესახებ, რათა კომისიებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ინტერვიუერებისთვის სამუშაოს შესრულებაში.
ცესკომ გაითვალისწინა კომპანიის თხოვნა და დროულად გაუგზავნა შესაბამისი წერილობითი შეტყობინება ყველა საოლქო საარჩევნო კომისიას. ეს ინფორმაცია მარტივად შეიძლება გადამოწმდეს უშუალოდ „ედისონ რისერჩთან“, ვინაიდან აღნიშნული საინფორმაციო წერილის ასლი ასევე, მიეწოდა თავად „ედისონ რისერჩს“.
„ედისონ რისერჩის“ მიერ არასდროს და არც პრეზიდენტის არჩევნების ეგზიტპოლებისთვის არ ყოფილა ცესკოსთვის მოწოდებული ინფორმაცია იმ შერჩეული უბნების შესახებ, სადაც ტარდება საზოგადოებრივი აზრის კვლევა. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რაც ასევე შესაძლებელია უშუალოდ დაადასტუროს „ედისონ რისერჩმა“, – განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები