მერაბ ქვარაია: როგორც ჩანს, საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობასთან ან მიზანმიმართულ პროვოკაციასთან

“ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან საარჩევნო უბნებზე, შენობის გარეთ, საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გაკვრა, აკრძალული არ არის”, – ამის შესახებ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ განაცხადა.
ქვარაიამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
“როგორც ჩანს, საქმე გვაქვს საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობასთან ან მიზანმიმართულ პროვოკაციასთან, “ნაციონალური მოძრაობის”, კერძოდ, მისი წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას მხრიდან. საარჩევნო უბნებზე, შენობის გარეთ, საარჩევნო აგიტაცია, მათ შორის პლაკატების გაკვრა, აკრძალული არ არის. შესაბამისად, მოვუწოდებთ “ნაციონალურ მოძრაობის” წარმომადგენლებს სიმშვიდისკენ. არჩევნები მიმდინარეობს თავისუფალ, დემოკრატიულ პირობებში და “ჭიქაში ქარიშხლის” დატრიალება მათ არ გამოუვათ”, – განაცხადა ქვარაიამ.
ცნობისთვის, როგორც “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი – მურთაზ ზოდელავა ტელეკამერების წინ ხევს სააგიტაციო მასალას და ამას იმით ხსნის, რომ თითქოს უბნის შიგნით არის ეს მასალა.
როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რეალურად, არის უბნის გარეთ და არჩევნების დღესაც, უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები