თამარ გუდავა: ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება

საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თამარ გუდავას ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. მისი თმით, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესი ზოგადად, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, ბათუმის ორ საარჩევნო უბანზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი.
„ერთ-ერთი ამომრჩეველი აცხადებს, რომ მას მოქალაქე ჯელალ ქიქავამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჯელალ ქიქავა “ლეიბორისტული პარტიის” წევრი იყო, რომელიც ბათუმის საარჩევნო უბნებში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან ერთად გადაადგილდება. არ გამოვრიცხავთ ოპოზიციის მხრიდან კიდევ სხვა სახის პროვოკაციებს, რადგან ისინი ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე წინასწარ აანონსებდნენ აქციების მოწყობას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გამარჯვების მოლოდინი არ აქვთ”,- განაცხადა თამარ გუდავამ.
მისივე თქმით, ოპოზიციის ბოლოდროინდელი განცხადებები მოსალოდნელი მარცხის წინასწარ გამართლება იყო. როგორც ჩანს, ოპოზიცია არჩევნების შედეგების მიმართ უნდობლობის გამოცხადებას ყველა ხერხით შეეცდება.
„საარჩევნო პროცესს ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება. მათი შეფასებების გაცნობის შემდეგ, დაიხატება სრული სურათი, როგორ წარიმართა საარჩევნო პროცესი. ამ დროისთვის, მნიშვნელოვანი დარღვევები არ ფიქსირდება. მეორე ტურთან დაკავშირებით კი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს“,- განაცხადა თამარ გუდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები