დავით ბაქრაძე: ის, რომ მეორე ტური გაიმართოს, ალბათობა მაღალია

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გამართულ ბრიფინგზე მეორე ტურის ალბათობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მათმა ბევრმა მომხრემ უკვე დააფიქსირა თავისი არჩევანი.
„ჩვენი მონაცემებით, ძალიან კარგად მიდის კენჭისყრის პროცესი. ძალიან ბევრი ჩვენი მომხრე უკვე მისულია და ხმა აქვს მიცემული. გამოვეხმაურები მდინარაძის ბრიფინგსაც, რომ თურმე, მისი მონაცემებით, ხელისულება დამაჯერებლად იგებს. სწორედ ეს არის ადმინისტრაციული რესურსი, როცა ადამიანები წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით, ბლანკების მიხედვით, რომელსაც საბავშვო ბაღებისა და სკოლების მასწავლებლებს ურიგებდნენ, ამის მიხედვით მიჰყავთ უბნებზე, მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ, რომ მათი მიყვანილი ადამიანები ხმას აძლევენ „ქართული ოცნების” კანდიდატს. ძალიან ბევრი ადამიანისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ ისინი მიდიან, მაგრამ ხმას არ აძლევენ „ქართული ოცნების“ კანდიდატს. ის, რომ მეორე ტური გაიმართოს, ალბათობა მაღალია”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები