გიორგი ქობულია: ხმა მივეცი კანდიდატს, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება ჩვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევაში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა თბილისის ჩუღურეთის ოლქის მე-3 საარჩევნო უბანზე მისცა. ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, მან ჟურნალისტებთან საუბარში არჩევნების პროცესის ორგანიზების ხარისხი დადებითად შეაფასა.
„არჩევნებზე ხმა მივეცი იდეალურ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად წარადგინოს ჩვენი ქვეყანა, როგორც მისმა პრეზიდენტმა. მას შეუძლია, მაქსიმალურად დაგვეხმაროს ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი მიზნების მიღწევაში, როგორიცაა დემოკრატია, ევროპისა და სხვა განვითარებული სამყაროს ქვეყნებთან ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები