ივანე მაჭავარიანი: ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა თავის არჩევანი ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში დააფიქსირა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მან ხმა მისცა ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას.
“ძნელი მისახვედრი არ არის, ვის და რას მივცემდი ხმას. ხმა მივეცი სტაბილურ, ევროპულ განვითარებას, ამ ქვეყნის კეთილდღეობასა და ეკონომიკურ წინსვლას. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება. არჩევნები ძალიან მშვიდად, კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს, არამარტო ჩემს სკოლაში, ჩემს უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით”,-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები