კახა კუჭავა ოპოზიციის ბრალდებებზე: ექსპერტიზა რომ ჩაუტაროთ მაგ ჩანაწერებს, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციის ხელწერა აღმოჩნდეს

“ექსპერტიზა, რომ ჩაუტაროთ მაგ ჩანაწერებს, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციის ხელწერა აღმოჩნდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, კახა კუჭავამ “გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ მმართველი გუნდის მისამართით გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
“არსებული ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და სტაბილურ გარემოში. ის, რომ ხალხმრავლობაა საარჩევნო უბნებზე, ეს კარგია, რადგან მოქალაქეებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი. მაგ ხელმოწერებით არაფერი მტკიცდება. ექსპერტიზა, რომ ჩაუტაროთ მაგ ჩანაწერებს, არ გამოვრიცხავ, ოპოზიციის ხელწერა აღმოჩნდეს. მესმის, რომ ჩვენ ამ მეთოდებს არასდროს ვიყენებდით და არა მგონია, ეს “ქართული ოცნების” ჩანაწერები იყოს,” – განაცხადა კახა კუჭავამ.
შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლები მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები