მამუკა არეშიძე: “რუსთავი2”-მა ხელისუფლების მიმართ უარყოფითად განწყობილი საზოგადოება “ნაცმოძრაობის” წინააღმდეგაც განაწყო

“არ მგონია, რომ ხელისუფლებას დღეს გაყალბება აწყობდეს, ვერც ვხედავ ამის მონაცემებს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში. მგონია, რომ ეს არჩევნები რეპეტიციაა 2020 წლის არჩევნებისთვის”,- ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვას, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, არის თუ არა მოსალოდნელი საპროტესტო გამოსვლები და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, არეშიძე პასუხობს, რომ თუ საერთაშორისო დამკვირვებლები დადებით დასკვნას დადებენ, უბრალოდ, აზრი არ ექნება არანაირ საპროტესტო გამოსვლას.
“ამ შემთხვევაში, თუ ანგარიშგასაწევი დარღვევები არ იქნება, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან, დადებენ დადებითი დასკვნას, უბრალოდ, აზრი არ ექნება არანაირ საპროტესტო გამოსვლას, ეს თქვენც კარგად გესმით და საზოგადოებასაც ესმის. ასე რომ, პრინციპში, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, უფრო კონკრეტულად კი რამდენიმე ოპოზიციურმა, პოლიტიკურმა ძალამ. მაგალითად, მე ვთვლი, რომ „რუსთავი-2“-მა გადააჭარბა – უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე საჭირო იყო და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც უარყოფითად იყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის და ქმედებების მიმართ, ისინიც კი განაწყო „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ”, – აცხადებს მამუკა არეშიძე.a

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები