მამუკა მდინარაძე: “ქართული ოცნების“ აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა

“ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ”, – ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოვუწოდებ მათ, გააგრძელონ მუშაობა.
“ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ. მათ შორის, აქვთ აგიტაციის უფლება, თუმცა აგიტაციის ფაქტები არ ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ აღრიცხავენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რისი სრული უფლებაც გააჩნიათ. მოვუწოდებ მათ – კანონის ფარგლებში, როგორც იქცეოდნენ, ასევე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები