ირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას” ბოლნისში პროვოკაცია აქვს დაგეგმილი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ბოლნისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში პროვოკაციას გეგმავენ.
მისი თქმით, ამგვარ ქმედებაზე ისინი კანონის ფარგლებში, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ.
“მივიღეთ ინფორმაცია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს დაგეგმილი აქვთ ბოლნისის 23-ე საარჩევნო ოლქში, 27-ე, 40-ე 54-ე 43-ე უბნების ჩაშლა. ესაა უმძიმესი კანონდარღვევა და ვაფრთხილებთ მათ, რომ ისინი, კანონის ფარგლებში, უმკაცრეს პასუხს მიიღებენ. დაგეგმილი აქვთ მძიმე პროვოკაცია”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები