“იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს”

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა. მან არჩევანი ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 54-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.
„მე გავაკეთე არჩევანი, მაგრამ ეს არაა მნიშვნელოვანი, უფრო მნიშვნელოვანია, ქართველი ხალხი რა არჩევანს გააკეთებს. იმედი მაქვს, რომ ვნახავთ იმ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წინ წაიყვანს”, – აღნიშნა უსუფაშვილმა.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. აღნიშნული საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, სადაც ამომრჩეველი პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები