“სახლში არავინ არ უნდა დარჩეს, რადგან დღეს საუბარია საქართველოს მომავალზე”

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი საარჩევნო უბანზე მივიდა.
სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი ვაკეში, ნომერ 27-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა და ხმა “გაერთიანებული ოპოზიციის” საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მისცა.
“ხმა მივეცი საქართველოს ნათელ მომავალს, ხმა მივეცი გრიგოლ ვაშაძეს, ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატია. ვფიქრობ, რომ ყველა უნდა მივიდეს არჩევნებზე, სახლში არავინ არ უნდა დარჩეს, რადგან დღეს საუბარია საქართველოს მომავალზე”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები