ზურაბ ჯაფარიძე: საკუთარ თავს დავუჭირე მხარი, თან მყარად

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის “პრეზიდენტობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა საკუთარ თავს მისცა. მისივე თქმით, ამით მან მხარი ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას დაუჭირა.
„რადგან სხვა კანდიდატებმა მისცეს ხმა გაბრწყინებულ ივერიას, ნათელ მომავალს და უღრუბლო ცას, მე მივეცი ხმა “გირჩის” კანდიდატურას, ზურაბ ჯაფარიძეს, ანუ შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში. ​ვიცი, რომ რაღაც რეგულაცია დავარღვიე ახლა, მაგრამ “მკიდია”… ჩემს თავს მივეცი ხმა. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ვინმე სხვას შემოვხაზავდი, არა. საკუთარ თავს დავუჭირე მხარი, თან მყარად“, – განმარტავს ჯაფარიძე.
მისი თქმით, მეორე ტური დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. ის კი ფიქრობს, რომ აქტივობა დაბალია. ასეთ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ გამოიყვანს თავის მთელ აქტივს და გადალახავს 50%-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები